პროფესორ ქრისტოფ შოხის ვორქშოპი: "Quantitative Semantics – Topic Modeling of English and Georgian Texts"
2025 წლის 13 მარტს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა უმასპინძლა წამყვან მკვლევარს ციფრული ჰუმანიტარიის დარგში, ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სრულ პროფესორს, დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრის თანადირექტორს ქრისტოფ შოხს.
სემინარებისა და ვორქშოპის პროგრამა:
- “Computational Literary Studies: How Digital Datasets, Tools, and Infrastructure Are Reshaping Literary Scholarship”
- “Mining and Modeling Text: Leveraging Machine Learning and Linked Open Data to Investigate the French Enlightenment Novel”
ვორქშოპი: “Quantitative Semantics – Topic Modeling of English and Georgian Texts”
ვორქშოპი: „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“

2024 წლის 21-22 მაისს, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ინსტიტუტის ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ერთობლივ ვორქშოპს: „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“. ვორქშოპი ჩატარდა AUF-ის მხარდაჭერითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დაფინანსებით. მის ფარგლებში სემინარები ჩაატარეს სორბონის პროფესორებმა: ფრანსუაზა ლავოკატმა და იოანა გალერონმა. სამუშაო ენა - ინგლისური.
ვორქშოპის პროგრამა:
21 მაისი, 2024
11:00 სთ. - ვორქშოპის გახსნა - პროფესორი ირმა რატიანი
11:20 სთ. – „ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის მიზნები და ამოცანები“ - დოქტორი ირაკლი ხვედელიძე
11:50 სთ. – „პერსონაჟთა დემოგრაფია ციფრულ ჰუმანიტარიაში“ - პროფესორი ფრანსუაზა ლავოკატი და აურელიან მეინიო.
12:40 სთ. - დისკუსია (20 წთ.)
22 მაისი, 2024
11:00 სთ. – „მეტამონაცემები ლიტერატურული ტექსტების ციფრული გამოცემებისთვის“ - პროფესორი იოანა გალერონი
11:40 სთ. - დისკუსია (20 წთ.)
12:00 სთ. - შესვენება
12:30 სთ. - ვორქშოპი „დრამის კოდირება პერსონაჟთა ციფრული ანალიზისათვის“ - პროფესორი იოანა გალერონი
14:00 სთ. - ვორქშოპის დასასრული
