ვორქშოფი: ,,პერსონაჟთა ციფრული ანალიზი"
2024 წლის 21-22 მაისს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ინსტიტუტის ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ერთობლივ ვორქშოფს, სახელწოდებით - "პერსონაჟთა ციფრული ანალიზი".
ვორქშოფი ჩატარდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერითა და დაფინანსებით. საპატიო სტუმრებს მიესალმა ქართული ლიტერატურის დირექტორი - პროფესორი ირმა რატიანი, ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა - დოქტორმა ირაკლი ხვედელიძემ კი გააცნო ლაბორატორიის საქმიანობა. სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებმა: ფრანსუაზა ლავოკატმა და იოანა გალერონმა, ასევე - დოქტორანტმა აურელიენ მეინიომ ჩაატარეს დარგობრივი სემინარები.
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და სორბონის უნივერსიტეტს შორის იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა.
მე-20 საუკუნის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი საგანი ფორმისა და შინაარსის ურთიერთქმედება იყო. შესაბამისად, არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ხელნაწერები, ნაბეჭდი ნაწერები და სხვადასხვა ტექსტური გამოცემები. შედეგად ნათელი გახდა, რომ შინაარსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორმასთან და მედიასთან.