Oxygen XML-ის ინსტალაცია
ოქსიჯენი არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ტექსტის კოდირება XML-ის გამოყენებით. მართალია, ეს პროგრამა ფასიანია, მაგრამ შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში უფასო სატესტო ვერსიის გამოყენება. დასარეგისტრირებლად უნდა გავხსნათ ვებგვერდი: https://www.oxygenxml.com/ და მივყვეთ ინსტრუქციას:
- ასე გამოიყურება ვებგვერდის მთავარი გვერდი:
- ქვემოთ ჩამოსქროლვისას ვნახავთ პროგრამის ჩამოსატვირთ ღილაკს, უნდა ავირჩიოთ პირველივე პროგრამა:
- Download-ზე დაკლიკებისას, პროგრამა გადაგვიყვანს ახალ გვერდზე. აქ უკვე შეგვიძლია, ავირჩიოთ, ვინდოუსის ვერსიის დაინსტალირება გვინდა, თუ მაკის, მოვნიშნოთ სასურველი ვერსია და დავაკლიკოთ ჩამოტვირთვას:
- სანამ პროგრამა იტვირთება კომპიუტერში, შეგვიძლია ახლად გამოსულ ფანჯარაში რეგისტრაციის პროცესი დავიწყოთ. უფასო ვერსიის დასაყენებლად უნდა შევავსოთ მარცხენა გრაფები და დავაკლიკოთ submit-ს.
- მონაცემების შევსების შემდეგ, ჩვენ მიერ მითითებულ მეილზე მოგვივა კოდი, რომელიც უნდა ამოვაკოპიროთ. შემდეგ უნდა გავხსნათ კომპიუტერში დაინსტალირებული პროგრამა და ეს კოდი ჩავაკოპიროთ, უფასო ვერსიაზე წვდომის მისაღებად. უფასო ლიცენზია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მოქმედებს.
- ჩამოტვირთული პროგრამის გახნისას მსგავსი ფანჯარა გამოგვივა და ჩვენს კოდს ჩავსვამთ წითელი ისრით მონიშნულ გრაფაში:
- ლიცენზიის გააქტიურების შემდეგ უკვე შეგვეძლება ოქსიჯენის გახსნა და კოდირების დაწყება. მისი ინტერფეისი ასე გამოიყურება: