აირჩიეთ ენა

რა არის ციფრული ჰუმანიტარია?

 

რა არის ციფრული ჰუმანიტარია


ციფრული ჰუმანიტარია ის სფეროა, რომელშიც კომპიუტერული / ციფრული ტექნოლოგიები და ჰუმანიტარული მეცნიერებები იკვეთება. ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები კომპიუტერული რესურსებისა და ინსტრუმენტების დახმარებით იკვლევენ სხვადასხვა საკითხს. შეიძლება ითქვას, ციფრული ჰუმანიტარია მოიცავს კვლევის ახალ, ტრანსდისციპლინურ მეთოდს, რომელიც კოლაბორაციის მეშვეობით კომპიუტერულ პროგრამებსა და ინსტრუმენტებს იყენებს. თანამედროვე ჰუმანიტარიაში ნაბეჭდი სიტყვა აღარ არის ერთადერთი მედიუმი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცობისთვის. იგივე მიზნით უკვე ციფრული ინსტრუმენტები და მეთოდებიც გამოიყენება.  

ამასთანავე, ციფრული ჰუმანიტარია მუდმივად ვითარდება, ჩნდება ახალი პლატფორმები,  აპლიკაციები, პროგრამები და ყალიბდება მათი გამოყენების ტექნიკა. შესაბამისად, ინერგება სწავლების ახლებური მეთოდებიც.