ციფრული არქივი და ციფრული გამოცემა
არქივი - ტრადიციული გაგებით - განიმარტება, როგორც დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა, რომლის შექმნის მიზანი მათი აღწერა, გრძელვადიანი შენახვა და ხელმისაწვდომობაა.
დრამის კოდირება TEI სტანდარტით - ძალიან მოკლე გზამკვლევი
- რა საჭიროა დრამატული ტექსტების კოდირება?
- რა არის ამგვარი კვლევის საფუძველი?
ChatGPT - ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამსახურში
ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელია. ეს ჩატბოტი ბუნებრივ ენას ფლობს და შეუძლია ადამიანის მსგავსად დაწეროს ტექსტი ან უპასუხოს კითხვებს. GPT-3-ის არქიტექტურა, რომელსაც ბოტი ეყრდნობა, სხვა მოდელებისგან იმით განსხვავდება, რომ ბუნებრივი ენის გაანალიზება და გაგება უკეთ შეუძლია. ChatGPT ერთგვარი ვირტუალური ასისტენტია, რომელიც მომხმარებელს ესაუბრება: კითხვებზე პასუხობს, ქმნის სტატიებს ან ტექსტებს მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით და ენასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებას ასრულებს.
TEI - გზამკვლევი დამწყებთათვის
კომპიუტერს მხოლოდ ისეთი ტექსტის აღქმა შეუძლია, რომელშიც ნიშნები (ანდა ასოები) სპეციალური სისტემით არის წარმოდგენილი. ეს სისტემა დაკავშირებულია ბინარულ სისტემასთან, რომლის ინტერპრეტირებაც კომპიუტერისთვის ადვილად შესაძლებელია. ამ პროცესს ნიშანთა კოდირება (character encoding) ეწოდება.
ტექსტის კოდირება და ონტოლოგია
ამელი ცოლნერ-ვებერმა თავის გუნდთან ერთად შექმნა ახალი აპლიკაცია, რომელიც გვეხმარება სტრუქტურიზებული მონაცემთა ბაზის შექმნაში. ამ ბაზაში შეგვიძლია გავაერთიანოთ ლიტერატურული ტექსტების სხვადასხვა ელემენტი, მაგალითად, აღვნუსხოთ პერსონაჟები და მათი ქმედებები. როგორც წესი, ყველა მკვლევარი (და მკითხველი) სუბიექტურად აღიქვამს ლიტერატურულ ტექსტსა და პერსონაჟებს. მკითხველის აღქმა დამოკიდებული მის ერუდიციაზე, ეროვნებასა და სარწმუნოებაზეც კი. ადამიანის სოციუმი, ის კულტურული გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს, დიდწილად განაპირობებს მის მსოფლხედვას. შესაბამისად, ორი სხვადასხვა პიროვნება შეიძლება სხვადასხვაგვარად ხედავდეს ერთ პერსონაჟს.