გამოცემა კი გულისხმობს, ტექსტის ორიგინალური ვერსიის ან ავტორის მიერ განზრახული ვერსიის გამოქვეყნებას, ხოლო თუ ვსაუბრობთ აკადემიურ გამოცემაზე, მაშინ იგი ნიშნავს ტექსტის ისტორიულ-კრიტიკულ გამოცემას, რომლის შესახებ ჩატარებული კვლევები და რედაქტირების პროცესი სრულყოფილად არის ასახული პუბლიკაციაში (შესავალი, დანართი და ა.შ.). აკადემიური გამოცემა მიზნად ისახავს გამოსცეს ნაწარმოების ,,სწორი" და ,,საუკეთესო" ვერსია.
არქივსა და გამოცემას შორის კავშირი იმით გამოიხატება, რომ ისტორიულ-კრიტიკული გამოცემა შესაძლოა ეფუძნებოდეს საარქივო მასალებს. არქივი მოიცავს მასალებს ორიგინალი სახით, გამოცემისთვის მოსამზადებელი პროცესი კი მათ დამუშავებას გულისხმობს.
მაგრამ, რა ხდება ციფრულ არქივსა და ციფრულ გამოცემას შორის?
არსებობს მოსაზრება, რომ არქივის ტრადიციული ფორმიდან ციფრულ არქივზე გადასვლა და ასევე, ბეჭდური გამოცემიდან ციფრულ გამოცემაზე გადასვლა ცვლის ფორმატს, მედიას და არა შინაარს. თუმცა რეალობა განსხვავებულია, დიგიტალიზიცია არამხოლოდ ცვლის მათ შინაარს, ასევე ართულებს ციფრულ არქივსა და ციფრულ გამოცემას შორის საზღვრის დადგენას. სანამ უშუალოდ ციფრული არიქივისა და ციფრული გამოცემი ურთიერთმიმართებას განვიხილავთ, ცალ-ცალკე დავახასიათოთ თითოელი მათგანი. დავიწყოთ არქივითა და ციფრული არქივით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არქივი - ესაა დოკუმენტების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომლის მიზანი მათი აღწერა, შენახვა და ხელმისაწვდომობაა. არქივი შესაძლოა იყოს ცალკე დაწესებულება ან ფუნქციონირებდეს, როგორც დამოუკიდებელი ობიექტი მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში.
არქივის ციფრულ არქივად გარდაქმნას წინ უძღვის გაციფრულების პროცესი. იგი არ ახდენს მათ რეპროდუცირებას, არამედ წარმოადგენს მათ ციფრული ფორმით. დიგიტალიზაციის შედეგად მატერიალური დოკუმენტები გარდაიქმნება ერთგვარ ციფრულ დოკუმეტებად. იგი არის დოკუმეტების გამოსახულება, მისი დამუშავების ფორმა, რომელიც ხორციელდება ხელით ან ავტომატურად. ხელით დამუშავება ნიშნავს ხელნაწერის ტრანსკრიფციას, ხოლო ავტომატური ციფრულ ფოტოგრაფიას.
ციფრული არქივი შესაძლოა იყოს მატერიალური არიქივის ანალოგი ან შეიქმნას მისგან დამოუკიდებლად და არ შეესაბამებოდეს მატერიალურ არქივს განლაგების თვალსაზრისით. იგი წარმოადგენს დოკუმენტებს იმ ფორმით, რომელიც მნიშვნელოვანია ციფრული გამოცემის განვითარებისთვის. ციფრული არქივი არის ფუძე, საიდანაც მზადდება გამოცემა.
არქივის ტრადიციული ფორმა დოკუმენტებს ხელმისაწვდომს ხდის ინდექსირების გზით. ციფრული არქივიც ანალოგიურად მოქმედებს. პროცესს შორის განსხვავება მდგომარეობს ინფორმაციის ლიმიტირებულ რაოდენობაში, მის მედიალურობასა და ინდექსირების პრონციპებს შორის. ციფრული არქივი საშუალებას იძლევა უფრო ღრმა და დეტალური ინდექსირებისა. იგი არის ინფორმაციის კრებული. ციფრული არქივი უცვლელს ტოვებს, ზოგადად, არქივის კონცეფციას, მიუხედავად ფორმისა და შინაარსის ცვლილებისა.
გამოცემის კონცეფციის ცვლილება კი უფრო სიღრმისეულია. ციფრული გამოცემა ფუნდამენტურად უფრო მეტია, ვიდრე ბეჭდური გამოცემის ციფრული ვერსია. იგი არ არის უბრალოდ ტექსტი ელექტრონული ფორმით. ციფრული გამოცემა შორდება გამოცემის კონცეფციას, როგორც სტრუქტურით, ისე ფუნქციონალურობით. ციფრული გამოცემა არის ყოვლისმომცველი, ღია და ინტერდისციპლინური. იგი მოკლედ ასე შეიძლება განიმარტოს: ,,გამოცემა არის ისტორიული დოკუმენტების ინდექსირებული რეპროდუქცია". დოკუმენტებში მოაიზრება, როგორც ტექსტი, ასევე სხვა ტიპის ობიექტები. მაგალითად, ფოტოები, ბეჭედი და სხვადასხვა საგნები. ტერმინი ისტორიული გულისხმობს, იმ ,,მანძილს", რომლის გადალახვას მიზნად ისახავს კრიტიკული გამოცემა. ინდექსირება და რეპროდუქცია შეგვიძლია ერთად განვიხილოთ, რადგან დოკუმენტების ინდექსირება რეპროდუქციის გარეშე არის მხოლოდ კატალოგი, ხოლო რეპროდუქცია ინდექსირების გარეშე არის ბეჭდვა.
ჩნდება კითხვები:
- არის თუ არა არქივი გამოცემის ფორმა?
ციფრული არქივი რეპრეზენტაციის ფორმების წარმოებით ხდება ციფრული გამოცემა. როგორც ჯენი ევერსონი წერს: ,,საარქივო მასალის ყოველი ელექტორნული წარმოდგენა არის ახალი სამეცნიერო გამოცემა".
- არის თუ არა გამოცემა არქივი?
ციფრული გამოცემა წარმოადგენს დოკუმენტების რეპრეზენტირებას და სხვადასხვა ფორმებში. თუმცა, ეს ადრე იყო შერჩევითი, ამჟამად კი გამოცემა იღებს არქივის ხასიათს, მეტ ინფორმაციულ რესურს.
- სად უნდა გაივლოს ზღვარი ციფრულ გამოცემასა და ციფრულ არქივს შორის?
ამ თემაზე მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ საზღვარი არქივსა და გამოცემას შორის უნდა გაივლოს. არქივი შეიძლება იყოს გამოცემის ნაწილი, ციფრული გამოცემა კი არქივის წარმოდგენის შესაძლებლობა.